WIWI.GE პლატფორმის პრეზენტაცია სომხეთში, WineTech Innovation Summit 2025-ზე

24/07/2025

2025 წლის 22 ივლისს, სომხეთის ტბა სევანის ფესტივალის ქალაქში ჩატარდა WineTech Innovation Summit 2025 - რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური ღონისძიება, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას ეძღვნება.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი ასოციაციის „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ ბორდის წევრმა ია იმერლიშვილმა, რომელმაც წარადგინა WiWi.ge - ასოციაციის ახალი ვებპლატფორმა, რომელიც ემსახურება ღვინისა და აგროტურიზმის სფეროში მომუშავე ქალების გაძლიერებასა და პოპულარიზაციას.

ია იმერლიშვილის პრეზენტაციის თემამ - „WiWi.ge - ციფრული პლატფორმა, რომელიც აძლიერებს ქალებს ქართულ ღვინოსა და აგროტურიზმში“ - განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მონაწილეთა შორის და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ როლზე, რასაც ქალები ასრულებენ საქართველოს მეღვინეობასა და აგროტურიზმში.

WiWi.ge-ის შექმნა შესაძლებელი გახდა გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური მონაწილეობით. პლატფორმა განვითარდა ორ მნიშვნელოვან პროექტის ფარგლებში:

  • “მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” (DT4SME)
  • “VET in Georgia’s Growth Sectors”

ღონისძიებაზე მონაწილე საერთაშორისო ექსპერტებმა ისაუბრეს ციფრული ინოვაციების მნიშვნელობაზე, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე, მდგრად პრაქტიკებსა და ღვინის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ღვინო მხოლოდ სასმელი არაა - ის კულტურული მემკვიდრეობა და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული მამოძრავებელია.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ასოციაცია წარმოდგენილი იყო ასეთ მაღალპროფილურ პლატფორმაზე და მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის.


სიახლეები

წევრები

გოგონა

გოგონა ფანჩულიძე

შატო დემი
მარი

მარი ღვედაშვილი

ქიზიყური ტრადიციული
ნინი

ნინი ჩხეიძე

სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო
ელი და სალომე

ელი და სალომე უზუნაშცილები

უზუნაშვილების მუკუზნის მარანი
ნინო

ნინო ნინუა

ბაბანეურის მარანი
ანი

ანი ჩუთლაშვილი

ულევარის ველის მეღვინეობა
თამარ

თამარ გერლიანი

მეღვინეობა მალატი
მანანა

მანანა ახვლედიანი

მადამვაინი
ნათია

ნათია ომიაძე

საოჯახო მეღვინეობა ვაინ ველი
მარიამ

მარიამ მინაძე

მინაძის მარანი ფერსვი
სოფო

სოფო მუჩიაური

სოფოს საოჯახო მარანი
ლელა

ლელა სვიმონიშვილი

ლილე