სურსათის უვნებლობა და HACCP-ის სტანდარტები — 3-დღიანი ტრენინგი ასოციაციის წევრებისთვის

10/08/2026

ასოციაციის „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ წევრებისთვის თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ჩატარდა სამდღიანი ინტენსიური ტრენინგი თემაზე: „სურსათის უვნებლობა - HACCP - HoReCa-ს სექტორისთვის“.

სასწავლო კურსი გაიმართა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის — გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. ტრენინგს გაუძღვა საერთაშორისო ექსპერტი და კონსულტანტი ნათელა ხურციძე (MAGNUM OPUS - TÜV AUSTRIA-ს ექსკლუზიური პარტნიორი).

3 დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტებსა და HACCP-ის (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების) სისტემის 7 პრინციპსა და 12 საფეხურს.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ პრეზენტაციებს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და რეალური ქეისების განხილვას:

პირველი დღე: დაეთმო HACCP-ის კონცეფციის გაცნობას, ბლოკ-სქემების შედგენას, საფრთხეების იდენტიფიცირებასა და სპეციფიკაციებისა თუ ტექნოლოგიური ბარათების მომზადებას.

მეორე დღე: მონაწილეებმა იმუშავეს საფრთხის ანალიზზე, რისკების შეფასებასა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (CCP) დადგენასა და მონიტორინგის გეგმების შედგენაზე სხვადასხვა ტიპის საწარმოებისთვის.

მესამე დღე: დაეთმო HACCP-ის სისტემის პრაქტიკულ დანერგვას, სამუშაო ფორმების შედგენასა და ვერიფიკაცია-ვალიდაციის მნიშვნელოვან პროცედურებს.

ტრენინგი მიზნად ისახავდა HoReCa სექტორში მოღვაწე ქალი მეწარმეების პროფესიული ცოდნის ამაღლებას, საწარმოო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასა და მომხმარებლისთვის უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქტისა თუ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას.

ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის GIZ-ს მუდმივი მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის!

სიახლეები

წევრები

თამარ

თამარ ღვალაძე

ბაიას ღვინო
სალომე

სალომე მანძულაშვილი

მანძულას მარანი
ნონა

ნონა მჭედლიშვილი

მეღვინეობა დანო
ია

ია იმერლიშვილი

იას მეღვინეობა
გოგონა

გოგონა ფანჩულიძე

შატო დემი
ქეთევან

ქეთევან ალადაშვილი

ქეთევაინი
მირანდა

მირანდა ჩხეტიანი

მირანდას ღვინო
მაია

მაია კაციტაძე

მარანი საჩინო
სოფო

სოფო მუჩიაური

სოფოს საოჯახო მარანი
მარიამ

მარიამ მინაძე

მინაძის მარანი ფერსვი
თამარ

თამარ გურგენაშვილი

მარანი თამარინი
თამარ

თამარ გერლიანი

მეღვინეობა მალატი