WIWI.GE - ახალი ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია

30/06/2025

30 ივნისს, Tbilisi Marriott Hotel-ში ასოციაციამ „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ (WIWI) თავისი ახალი, ინოვაციური ციფრული პლატფორმა - wiwi.ge და მასთან დაკავშირებული ღვინის ტურისტული პროდუქტები წარადგინა. ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ – Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) აქტიური მონაწილეობით. პლატფორმა განავითარდა ორ მნიშვნელოვან პროექტის ფარგლებში: “მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” (DT4SME) და “VET in Georgia’s Growth Sectors”. ახალი ციფრული პლატფორმა აერთიანებს ქართველი ქალი მეღვინეების, მათი უნიკალური ღვინოებისა და ღვინის ტურისტული შეთავაზებების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას. ასოციაციის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს წევრი ქალბატონების საქმიანობის პოპულარიზაციასა და გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. საიტზე ვიზიტორებს შეუძლიათ დეტალურად გაეცნონ ასოციაციის მისიას, სტრუქტურას, წესებსა და რეგულაციებს, და რაც მთავარია ასოციაციის წევრების პროფილებსა და ასოციაციის სიახლეებს. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ შემოუერთდნენ WIWI-ს გუნდს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ღვინის ტურიზმის სექცია, სადაც ამჟამად 11 ქალი მეღვინის მარანია წარმოდგენილი. ინტერაქციული რუკის მეშვეობით, სტუმრებს შეუძლიათ მარტივად აღმოაჩინონ მარნების ადგილმდებარეობა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, გაეცნონ მათ ღვინოებს, ღვინის ტურიზმის სხვა პროდუქტებსა და მიმდებარე ღირსშესანიშნაობებს. ეს ნამდვილად მრავალფეროვან და დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება ყველა ვიზიტორს! პლატფორმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, წამყვანი ტუროპერატორები და ღვინის ინდუსტრიის ექსპერტები და რა თქმა უნდა ასოციაციის წევრი ქალი მეღვინეები. გვინდა სიამოვნებით აღვნიშნოთ, რომ ღონისძიება საქმიანი დიალოგისთვის იდეალურ სივრცედ იქცა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად შეხვედროდნენ ასოციაციის წევრებს და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის საინტერესო პერსპექტივები. ღონისძიების დასასრულს გამართული დეგუსტაცია სტუმრებისთვის უნიკალური შესაძლებლობა იყო, დაეგემოვნებინათ 30 ქალი მეღვინის მიერ შექმნილი გამორჩეული ღვინოები.

სიახლეები

წევრები

თამარ

თამარ ღვალაძე

ბაიას ღვინო
მარიამ

მარიამ მინაძე

მინაძის მარანი ფერსვი
ქეთევან

ქეთევან ალადაშვილი

ქეთევაინი
თამარ

თამარ გერლიანი

მეღვინეობა მალატი
სოფიო

სოფიო სამთელაძე

ლომთაძის ოჯახის ღვინო
ნონა

ნონა მჭედლიშვილი

მეღვინეობა დანო
მანანა

მანანა ახვლედიანი

მადამვაინი
ნინო

ნინო ნინუა

ბაბანეურის მარანი
სანათა

სანათა წიწუაშვილი

მარანი ლაგვანი
მარი

მარი ღვედაშვილი

ქიზიყური ტრადიციული
ლელა

ლელა სვიმონიშვილი

ლილე
მარინა

მარინა კაკიაშვილი-რუაძე

ექიმის ბიო-მარანი