სამზადისი ღონისძიებისთვის „ქალები საზღვრებს გარეშე“

21/11/2022

ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ პოლონეთში მოგზაურობისთვის ემზადებოდა. 3 და 4 დეკემბერს, ქალაქი კრაკოვი 20 ქართველი მეღვინე ქალის მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენას უმასპინძლებს. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ევროპულ ბაზარზე.

გამოფენაზე ქართველ მეღვინეებს სპეციალური სივრცე გამოეყოფათ, სადაც ღვინის დეგუსტაცია გაიმართება. ღონისძიებას პოლონელი სომელიეები, ბლოგერები და ღვინის მოყვარულები დაესწრებიან. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ქართული ღვინის უნიკალურობა და ხარისხი ფართო საზოგადოებას გავაცნოთ.

გამგზავრებამდე ასოციაციის წევრებმა სამომავლო გეგმებზე და ღვინის ექსპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების აუცილებლობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

კრაკოვში გამგზავრებამდე ქალბატონებმა მოსამზადებელი შეხვედრა მოაწყვეს, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თამარ მეტრეველიც ესწრებოდა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ღონისძიების პროგრამა და ლოგისტიკური საკითხები.

კრაკოვის ღონისძიების ორგანიზატორები არიან ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ დამფუძნებლები მანანა ახვლედიანი და მაია კაციტაძე, და კომპანია „ლილეს“ დამფუძნებელი ქეთო ფრანგულაშვილი. ღონისძიება „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ სრული დაფინანსებითა და მხარდაჭერით იმართება.

სიახლეები

წევრები

მარინა

მარინა კაკიაშვილი-რუაძე

ექიმის ბიო-მარანი
მარინა

მარინა კურტანიძე

მარინას ღვინო
მაია

მაია კაციტაძე

მარანი საჩინო
თამარ

თამარ გურგენაშვილი

მარანი თამარინი
თამარ

თამარ ხვედელიძე

მარანი ორთა
ნინი

ნინი ჩხეიძე

სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო
ელი და სალომე

ელი და სალომე უზუნაშცილები

უზუნაშვილების მუკუზნის მარანი
სანათა

სანათა წიწუაშვილი

მარანი ლაგვანი
გულნარა

გულნარა რომანაძე

პონგინო ვაინ
ხატია

ხატია ჯახუა

მარანი არგვანი
ლელა

ლელა სვიმონიშვილი

ლილე
ნინო

ნინო ნინუა

ბაბანეურის მარანი