გერმანულ-ქართული თანამშრომლობა - მეღვინე ქალთა შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერება

17/04/2019

2019 წლის 16 აპრილს, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ნიუ დელის სასტუმრო TAJ PALACE-ში, ინდოეთის ბაზარზე ქართული ღვინის პირველი პროფესიონალური დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ინდოელი იმპორტიორებისა და სასტუმროების წარმომადგენლებისთვის საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და ქართული მეღვინეობის უნიკალური ტრადიციების გაცნობას.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მათ შორის, კლასიკური და ტრადიციული ქვევრის ღვინოები. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაეცნონ ქართული მეღვინეობის ისტორიას, ყურძნის უნიკალურ ჯიშებს და ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციებს.

წამყვან ქართული ღვინის კომპანიების გვერდით დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტირაში“ წევრთა "მადამვაინი", "ქეთევაინი", "მარანი საჩინო", "დემის მარანი", "თინათინი" ღვინოები, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს.

ღონისძიებამ დიდი წარმატება მოიპოვა და ინდოელი სპეციალისტების მხრიდან ქართული ღვინის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინდოეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და ქართული მეღვინეობის უძველესი ტრადიციების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის.

სიახლეები

წევრები

ელი და სალომე

ელი და სალომე უზუნაშცილები

უზუნაშვილების მუკუზნის მარანი
სოფო

სოფო მუჩიაური

სოფოს საოჯახო მარანი
მარინა

მარინა კურტანიძე

მარინას ღვინო
მანანა

მანანა ახვლედიანი

მადამვაინი
თამარ

თამარ ხვედელიძე

მარანი ორთა
მირანდა

მირანდა ჩხეტიანი

მირანდას ღვინო
ანი

ანი ჩუთლაშვილი

ულევარის ველის მეღვინეობა
ნათია

ნათია ომიაძე

საოჯახო მეღვინეობა ვაინ ველი
სალომე

სალომე მანძულაშვილი

მანძულას მარანი
მარი

მარი ღვედაშვილი

ქიზიყური ტრადიციული
ნინო

ნინო ნინუა

ბაბანეურის მარანი
ხატია

ხატია ჯახუა

მარანი არგვანი