ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ წევრების წარმატება IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე

04/12/2023

2023 წელს საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსში IWSC (International Wine and Spirits Competition) - Wine Judging in Georgia ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ წევრები მონაწილეობდნენ. ასოციაციის წევრთა ღვინოებმა ჟიურის წევრთა დიდი მოწონება დაიმსახურეს, რაც მათ მიერ აღებულ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებში აისახა.

ოქროს 18 მედალოსანთა შორის იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩუმლაყში მდებარე კომპანია „ექიმის ბიო მარანი“, რომელმაც საერთაშორისო კონკურსში პირველად მიიღო მონაწილეობა.

„ეს ჩემთვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის პირველი შემთხვევა იყო. წარვადგინე ჩემი მარნის მხოლოდ ერთი ღვინო, 2021 წლის ქვევრის გაუფილტრავი რქაწითელი. კონკურსში განაცხადის გაკეთებისთანავე ვფიქრობდი, რომ ჩემი ღვინო იყო მაღალხარისხიანი და ამიტომ გავაკეთე განაცხადი. თუმცა, დაჯილდოების ცერემონიალზე რომ მივედი, იმდენი უძლიერესი კომპანია და ღვინის მწარმოებელი იყვნენ, რომ ცოტა შევშინდი. ჩვენმა ღვინომ, სასიხარულოდ, ოქროს მედალი მიიღო“, - განაცხადა „ექიმის ბიო მარანის“ დამფუძნებელმა მარიეტა კაკიაშვილი-რუაძემ.

ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ ულოცავს ყველა გამარჯვებულს და აღნიშნავს, რომ ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ღვინის ხარისხსა და პოტენციალს საერთაშორისო ასპარეზზე.

სიახლეები

წევრები

შორენა

შორენა ბოჭორიშვილი

მარანი ღვენახე
სოფიო

სოფიო სამთელაძე

ლომთაძის ოჯახის ღვინო
თამარ

თამარ გერლიანი

მეღვინეობა მალატი
სოფო

სოფო მუჩიაური

სოფოს საოჯახო მარანი
ნინა

ნინა ქოჩიაშვილი

კარდანახის მამული
ანი

ანი ჩუთლაშვილი

ულევარის ველის მეღვინეობა
ნონა

ნონა მჭედლიშვილი

მეღვინეობა დანო
ია

ია იმერლიშვილი

იას მეღვინეობა
მარინა

მარინა კურტანიძე

მარინას ღვინო
ელი და სალომე

ელი და სალომე უზუნაშცილები

უზუნაშვილების მუკუზნის მარანი
ქეთევან

ქეთევან ალადაშვილი

ქეთევაინი
ნინო

ნინო გოზალიშვილი

ღვინო ვერხვიანი