ახალი ღვინის ფესტივალი - 2023

14/05/2024

13 მაისს, მთაწმინდის პარკში, "ახალი ღვინის ფესტივალი 2023“ გაიმართა. ფესტივალს, ტრადიციულად, "ღვინის კლუბმა" უმასპინძლა. ფესტივალის მხარდამჭერებს შორის იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ (WIWI). ახალი ღვინის ფესტივალში ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ წევრი ქალბატონებიც იღებდნენ მონაწილეობას. მათ სტუმრებს ბოლო მოსავლის (2022 წ.) ახალი ღვინო გაასინჯეს. ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა. ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები სტუმრობდნენ.

სიახლეები

წევრები

გულნარა

გულნარა რომანაძე

პონგინო ვაინ
სალომე

სალომე მანძულაშვილი

მანძულას მარანი
გოგონა

გოგონა ფანჩულიძე

შატო დემი
შორენა

შორენა ბოჭორიშვილი

მარანი ღვენახე
მანანა

მანანა ახვლედიანი

მადამვაინი
სანათა

სანათა წიწუაშვილი

მარანი ლაგვანი
ნინა

ნინა ქოჩიაშვილი

კარდანახის მამული
თამარ

თამარ ღვალაძე

ბაიას ღვინო
მარინა

მარინა კურტანიძე

მარინას ღვინო
თინათინ

თინათინ ჯახუა

მარანი თინათინ
ნანუჩი

ნანუჩი სხულუხია

იმერეთის მარგალიტი
თამარ

თამარ გერლიანი

მეღვინეობა მალატი