თამარ გერლიანი

მეღვინეობა მალატი

მეღვინეობა „მალატი“ 2019 წელს თამარ გერლიანის მიერ დაარსდა კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში. სოფელი გაშენებულია კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე ინწობის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას.

ნიადაგის უნიკალური სტრუქტურა და ხეობაში შექმნილი გამორჩეული მიკროკლიმატი შესაძლებლობას იძლევა, უმაღლესი ხარისხის როგორც წითელი, ასევე თეთრი ყურძნის მისაღებად.

კომპანიის მთავარი მიზანია, ღვინოში ტერუარის უნიკალურობა გამოხატოს. „მალატი“ ღვინოს მხოლოდ საკუთარი ორგანული ვენახებიდან მოწეული ყურძნისგან, ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიით აწარმოებს.

მარანი 2020 წლიდან ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრია.


„მალატის“ ღვინის ასორტიმენტი მოიცავს:

საფერავი ქვევრი

რქაწითელი ქვევრი

რქაწითელი მწვანე ქვევრი

ლალი

ხიხვი

მცვივანი

წევრები

თამარ

თამარ ღვალაძე

ბაიას ღვინო
სოფო

სოფო მუჩიაური

სოფოს საოჯახო მარანი
თამარ

თამარ გერლიანი

მეღვინეობა მალატი
სალომე

სალომე მანძულაშვილი

მანძულას მარანი
მარინა

მარინა კაკიაშვილი-რუაძე

ექიმის ბიო-მარანი
ლელა

ლელა სვიმონიშვილი

ლილე
მარი

მარი ღვედაშვილი

ქიზიყური ტრადიციული
მარინა

მარინა კურტანიძე

მარინას ღვინო
ნინო

ნინო ნინუა

ბაბანეურის მარანი
თამარ

თამარ ხვედელიძე

მარანი ორთა
მაია

მაია კაციტაძე

მარანი საჩინო
ნანუჩი

ნანუჩი სხულუხია

იმერეთის მარგალიტი