ვაჭრობისა და ეკონომიკური საკითხების ფორუმი ბრიტანეთის პარლამენტში

23/06/2024

2023 წლის 22 ივნისს, ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო ბრიტანეთის პარლამენტში, ლორდთა პალატის მიერ ორგანიზებულ ვაჭრობისა და ეკონომიკური საკითხების შესახებ ფორუმზე. ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ელჩის გაერთიანებულ სამეფოში, სოფიო ქაცარავას აქტიური მხარდაჭერით, ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მიღებაში, რომელიც მიზნად ისახავდა ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ასოციაციამ წარმოადგინა მისი წევრი ქალბატონების მიერ წარმოებული უნიკალური და მრავალფეროვანი ქართული ღვინო, რითაც ხაზი გაუსვა ქალების მნიშვნელოვან როლს ქართულ მეღვინეობაში და ხელი შეუწყო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ბრიტანულ ბაზარზე.

მიღებას ესწრებოდნენ ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც დააგემოვნეს ასოციაციის წევრების მიერ წარმოებული ღვინოები და დადებითად შეაფასეს მათი ხარისხი და მრავალფეროვნება.

ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ აგრძელებს აქტიურ მუშაობას ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, და მიზნად ისახავს ქალი მეღვინეების როლის გაძლიერებას და ქართული ღვინის უნიკალური კულტურის წარმოჩენას.

სიახლეები

წევრები

მარიამ

მარიამ მინაძე

მინაძის მარანი ფერსვი
თინათინ

თინათინ ჯახუა

მარანი თინათინ
ანი

ანი ჩუთლაშვილი

ულევარის ველის მეღვინეობა
გულნარა

გულნარა რომანაძე

პონგინო ვაინ
სოფიო

სოფიო სამთელაძე

ლომთაძის ოჯახის ღვინო
მარი

მარი ღვედაშვილი

ქიზიყური ტრადიციული
სალომე

სალომე მანძულაშვილი

მანძულას მარანი
შორენა

შორენა ბოჭორიშვილი

მარანი ღვენახე
ნინა

ნინა ქოჩიაშვილი

კარდანახის მამული
მარინა

მარინა კაკიაშვილი-რუაძე

ექიმის ბიო-მარანი
ნონა

ნონა მჭედლიშვილი

მეღვინეობა დანო
მანანა

მანანა ახვლედიანი

მადამვაინი