სტუმრად გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო"

21/04/2019

ქართველი ქალი მეღვინეების ასოციაციის დამფუძნებლები, მაია კაციტაძე და მანანა ახვლედიანი, და ასოციაციის წევრი გულიკო ფანჩულიძე ტელევიზიით საუბრობდნენ ქალების მზარდ როლზე ქართულ ღვინის ინდუსტრიაში. მათ ისაუბრეს ასოციაციის მიზნებზე, სამომავლო გეგმებსა და ქალი მეღვინეების წარმატებებზე.

გულიკო ფანჩულიძემ გაიზიარა საკუთარი გამოცდილება და ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც მან მეღვინეობამდე გაიარა, ხაზი გაუსვა ქალების მნიშვნელოვან წვლილს ქართული ღვინის კულტურის განვითარებაში.

ასოციაციის დამფუძნებლებმა აღნიშნეს, რომ ასოციაცია მიზნად ისახავს ქალი მეღვინეების მხარდაჭერას, მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ქართული ღვინის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

გადაცემაში ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო კატალოგს, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით შეიქმნა. კატალოგის ავტორია მკვლევარი, ბლოგერი და მეღვინე ქეთი ნინიძე. კატალოგში თავმოყრილია ქართველი ქალი მეღვინეების ისტორიები, მათი ხედვები და ფილოსოფია ღვინოსთან მიმართებაში, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართველი ქალი მეღვინეების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის.

სიახლეები

წევრები

შორენა

შორენა ბოჭორიშვილი

მარანი ღვენახე
მარიამ

მარიამ მინაძე

მინაძის მარანი ფერსვი
თინათინ

თინათინ ჯახუა

მარანი თინათინ
მირანდა

მირანდა ჩხეტიანი

მირანდას ღვინო
თამარ

თამარ ღვალაძე

ბაიას ღვინო
თამარ

თამარ გერლიანი

მეღვინეობა მალატი
ნინო

ნინო გოზალიშვილი

ღვინო ვერხვიანი
სანათა

სანათა წიწუაშვილი

მარანი ლაგვანი
ნონა

ნონა მჭედლიშვილი

მეღვინეობა დანო
ნინი

ნინი ჩხეიძე

სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო
გოგონა

გოგონა ფანჩულიძე

შატო დემი
გულნარა

გულნარა რომანაძე

პონგინო ვაინ