მეღვინე-მეწარმე ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება გამოცდილებითი ტურისტული პროდუქტების განვითარებაში

06/06/2024
2024 წლის 4-5 ივნისს, ასოციაციის „ქალები ღვინის ინდუსტრიაში” ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ორდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე „მეღვინე-მეწარმე ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება გამოცდილებითი ტურისტული პროდუქტების განვითარებაში“, რომელსაც 40-ზე მეტი მეღვინე ქალი დაესწრო.
ტრენინგს უძღვებოდა ლელა ხარტიშვილი.
ტრენინგის მონაწილეებს, მდგრადი ტურიზმის ექსპერტმა შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია მიაწოდა ღვინის ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის და ბაზარზე მათი პოციზიონირების, სერვისების გაუმჯობესების, ერთობლივი ტურისტული მარშრუტების შედგენის, თანამშრომლობისა და მართვის ფორმების გაუმჯობესების შესახებ. თეორიული ცოდნის გაზიარების პარალელურად, ტრენინგზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც.
ტრენინგი პროექტის „პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში” მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

სიახლეები

წევრები

ელი და სალომე

ელი და სალომე უზუნაშცილები

უზუნაშვილების მუკუზნის მარანი
სალომე

სალომე მანძულაშვილი

მანძულას მარანი
ქეთევან

ქეთევან ალადაშვილი

ქეთევაინი
მირანდა

მირანდა ჩხეტიანი

მირანდას ღვინო
ნათია

ნათია ომიაძე

საოჯახო მეღვინეობა ვაინ ველი
მანანა

მანანა ახვლედიანი

მადამვაინი
გულნარა

გულნარა რომანაძე

პონგინო ვაინ
ია

ია იმერლიშვილი

იას მეღვინეობა
ლელა

ლელა სვიმონიშვილი

ლილე
სოფიო

სოფიო სამთელაძე

ლომთაძის ოჯახის ღვინო
თინათინ

თინათინ ჯახუა

მარანი თინათინ
ნინი

ნინი ჩხეიძე

სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო