მარიამ მინაძე

მინაძის მარანი ფერსვი

მინაძის მარანი ფერსვი მდებარეობს იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში. ვენახები გარშემორტყმულია აჯამეთის ნაკრძალითა და ფერსათის მთებით, რაც უნიკალურ ბუნებრივ გარემოს უქმნის ადგილობრივ ვაზის ჯიშებს განვითარებისათვის. ვენახი მუშავდება ბიომეთოდებით.

მინაძის მარანი ფერსვის ისტორია იწყება ოჯახის დიდი ბაბუით, ტარას მინაძით, რომელიც იყო ცნობილი მეღვინე და ოსტატი. XX საუკუნის დასაწყისში ის საქართველოში პირველ ყურძნის საჭყლეტ დანადგარებს ამზადებდა - ეს ის ისტორიული ინიციატივაა, რომელმაც დიდი ღვაწლით ხანგრძლივი საფუძველი ჩაუყარა მინაძეების მარნის მომავალს და დღემდე დიდი შთაგონების და მემკვიდრული ვალის გაგრძელების მოტივაციის წყაროა ოჯახისთვის!

დღეს მარნის ისტორია ოთხ თაობას ითვლის. 2017 წლიდან მარნის საქმიანობას შეუერთდა მარიამ მინაძე და ოჯახთან ერთად ადგილობრივი ვაზის ჯიშებით აწარმოებს  ტრადიციულ იმერულ ღვინოებს.

„მინაძის მარანი ფერსვი“ - ის ღვინოები 2018 წლიდან ექსპორტით წარმოდგენილია აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში. 

მარანში ადგილობრივი სხვადასხვა საღვინე ჯიშის ყურძნისგან იწარმოება 5 სახეობის იმერულ ქვევრის ღვინო:

  • ციცქა „ფერათი“ 
  • ცოლიკოური
  • კრახუნა 
  • ოცხანური საფერე 
  • ძელშავი

წევრები

თამარ

თამარ ღვალაძე

ბაიას ღვინო
სალომე

სალომე მანძულაშვილი

მანძულას მარანი
მანანა

მანანა ახვლედიანი

მადამვაინი
ნინი

ნინი ჩხეიძე

სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო
თამარ

თამარ გურგენაშვილი

მარანი თამარინი
ნანუჩი

ნანუჩი სხულუხია

იმერეთის მარგალიტი
ლელა

ლელა სვიმონიშვილი

ლილე
ნინო

ნინო გოზალიშვილი

ღვინო ვერხვიანი
სოფიო

სოფიო სამთელაძე

ლომთაძის ოჯახის ღვინო
სანათა

სანათა წიწუაშვილი

მარანი ლაგვანი
ნონა

ნონა მჭედლიშვილი

მეღვინეობა დანო
თამარ

თამარ ხვედელიძე

მარანი ორთა