ნათია ომიაძე

საოჯახო მეღვინეობა ვაინ ველი

საოჯახო მეღვინეობა Wine Well • ვაინ ველი დაარსდა 2014 წელს, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. ამჟამად ვაწარმოებთ ქვევრის რქაწითელს, კახურ მწვანეს, ქისსა და საფერავს, როგორც საკუთარი ასევე მეზობლად მდებარე ვენახებიდან მოწეული ყურძნისგან. თითოეულ მათგანში სრულად არის გადმოცემული მხარისათვის დამახასიათებელი ჯიშურობა და ტიპურობა. ღვინის ტიპი: კახური ტრადიციული ქვევრის გაუფილტრავი ღვინო წლიური წარმოება: 8000 ბოთლი ვაზზე გამოიყენება მხოლოდ ბიო პრეპარატები, ხოლო ღვინო დუღდება ველურ საფუარზე, რაც განაპირობებს მის სრულ, დაბალანსებულ გემოს. ხასიათდება სასიამოვნო მჟავიანობით, ხავერდოვანი ტანინებით და ხანგრძლივი დაბოლოებით. ღვინოები დაჯილდოებულია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსზე ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მედლებით. გვჯერა, რომ ვქმნით გამორჩეულ ღვინოს, რომელსაც შეუძლია მოხიბლოს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელი. მიმდინარე ეტაპზე ღვინო იყიდება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს ტურისტების მასპინძლობა მარანში, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული ღვინო და კერძები, ასევე ჩაერთონ სხვადასხვა სახის აქტივობაში.

წევრები

მაია

მაია კაციტაძე

მარანი საჩინო
სალომე

სალომე მანძულაშვილი

მანძულას მარანი
ნინა

ნინა ქოჩიაშვილი

კარდანახის მამული
ქეთევან

ქეთევან ალადაშვილი

ქეთევაინი
ნინო

ნინო გოზალიშვილი

ღვინო ვერხვიანი
თამარ

თამარ ღვალაძე

ბაიას ღვინო
ნონა

ნონა მჭედლიშვილი

მეღვინეობა დანო
ნინი

ნინი ჩხეიძე

სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო
ლელა

ლელა სვიმონიშვილი

ლილე
თამარ

თამარ ხვედელიძე

მარანი ორთა
თამარ

თამარ მოსიაშვილი

მამისეული მარანი
შორენა

შორენა ბოჭორიშვილი

მარანი ღვენახე